воскресенье, 5 июня 2016 г.

TRAVEL SVANETI -აქტივობები

                                  პროექტი TRAVEL SVANETI
პროექტი,TRAVEL SVANETI,დაფინანსებული იყო სსიპ"ბავშვთა და ახალგაზრდობის  განვიტარების ფონდის" მიერ. 2016 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე,პროექტი TRAVEL SVANETI,  გამარჯვებული გახდა  ნომინაციაში " წლის მასშტაბური პროექტი" 
ორგანიზაციას გადაეცა სიგელი და სპეციალური ჯილდო.


               svan travel-საუკეთესო ტურისტულ კომპანიებს შორის.


2016 წლის ,ტურიზმის სააგენტოს მიერ მოწყობილ ყოველწლიურ კონკურსზე,წარდგენილი იყო ტურისტული ცენტრი"svan travel",ნომინაციაში,საუკეთესო სათავგადასავლო ტურის ავტორი.აღნიშნულ კონკურსში,კომპანია მოხვდა საუკეტესო 5 ფინალისტს შორის და დაჯილდოვდა საპატიო "საუკეთესო ფინალისტის"ტიტულით.
კომპანია მოხვდა სარეკლამო ვიდეო რგოლსა და საინფორმაციო ბუკლეტში.

https://www.facebook.com/WelcometoGeorgiaAward/videos/382846312048759/UzpfSTI5OTM5OTUzMzc1MzkzMTozNjUwOTMzNDM4NTEyMTY/


                                         ტურიტული ცენტრი SVAN TRAVEL
 პროექტის ფარგლებში შეიქმნა ტურიტული ცენტრი,რომელიც ხელს შეუწყობს,სოფელ ფარში და მიმდებარე ტერიტორიაზე  ტურიზმის განვითარებას და მოსახლეობის აქტიურ ჩართვას ტურისტულ ინდუსტრიაში.
ტურისტულმა კომპანიამ შექმნა ტურისტული პაკეტები,რომელსაც სთავაზობს ვიზიტორს,შექმნა კარვების გაქირავების სისტემა და სოფლის მოსახლეობას ჩაუტარა ტრენინგი"როგორ  განვავითაროთ კერძო ბიზნესი"




                           საინფორმაციო ბუკლეტები და ბანერები.
პროექტის ფარგლებში,ფარის თემში ,ცენტრალურ გზაზე დაიდგა საინფორმაციო ბანერები,რომლებიც ვიზიტორებს აცნობენ სოფელ ფარის შესახებ და სთავაზობენ ტურისტული ცენტრის მომსახურებას.



                                   

                           სოფელ ფარის ტურსტული რუკა
 ფარის თემი გამოირჩევა უნიკალური ლანდშაფტითა და უძველესი კულტურული ობიექტებიტ.
სოფელ ფარში  მყოფ ვიზიტორს შეუძლია ერთდროულად დაისვენოს  და გაეცნოს ადგილობრივ ეთნოგრაფიულ ყოფას,მიირთვას უძველესი სვანური სამზარეულოსთვის დამახასიატებელი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით დამზადებული კერძებები.
 პროექტის ფარგლებში მომზადდა  სოფელ ფარის  ტურისტული რუკა,სადაც დატანილია ყველა ობიექტი,რისი მონახულებაც არის შესაძლებელი სოფელ ფარში.


                                         


                                    GIS TRAVEL სოფელ ფარში.
პროექტის ფარგლებში,სოფელ ფარში მოწვეულ იქნა პროეტის GIS TRAVEL-ის წარმომადგენლები.მათ შეისწავლეს სოფლის ტურისტული ობიექტები და დაატანეს სამოგზაურო რუკაზე.
ამ რუკაზე მოხვდა სოფელ ფარში არსებული ისეთი ობიექტები,როგორიცაა,ტურისტული ცენტრი"SVAN TRAVEL",საოჯახო ეთნოგრაფიული მუზეუმი,საპნის დამზადების ობიექტი,უძველესი კულტურული ობიექტები.
http://travelgis.ge/Tours?show=105&language=ka-GE&_=1583750231916






                      შეხვედრა ახალგაზრდებთან.
8 ივლისს,გავმართეთ  შეხვედრა,ახალგაზრდებთან,პოტენციურ გიდ-გამყოლებთან.ვიმსჯელეთ იმ მარშუტებზე,რომლებიც ფარის ტერიტორიაზე შედგება,ვისაუბრეთ რა მოეთხოვებათ მათ,როგორც გამყოლებს,დავაანონსეთ,პროექტის ფარგლებში არსებული ტრენინგის შესახებ,სადაც იმ პრობლემებს,რაზეც ახალგაზრდებმა ისაუბრეს გადავჭრით,დავპირდით,რომ ყველა ლეგენდას,ისტორიას და ღირშესანიშნაობას გავაცნობთ,მოვუმზადებთ ტექსტებს,როგორც ქართულად ასევე უცხო ენაზე,რაც  გაუადვილებთ მათ  ტურისტთან ურთიერთობას.
მათი მხრიდან შემოგვთავაზეს ახალი მარშუტები, შევიმუშავეთ ტარიფები,მარშუტის სირთულიდან გამომდინარე და დავისახეთ სამომავლო გეგმები ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით.
ახალგაზრდებმა გამოთქვეს სურვილი,რომ მოაწესრიგებდნენ ისეთ ადგილებს,რომელიც სალაშქროდ ან დასასვენებლად მიმზიდველია. მოაწყობენ ხის სკამებს და მისასვლელ ბილიკებს.



                       



                                 







                                                                           


                                               მოსწავლეთა კონნკურსი "ჩემი სოფელი"
პროექტის "TRAVEL SVANETI" გამოცხადებული ,ბლოგებისა და ელექტრონული ბუკლეტების, მოსწავლეთა კონკურსი "ჩემი სოფელი" დასრულებულია.
კონკურსის მიზანი იყო,მოსწავლე-ახალგაზრდობის დაინტერესება სოფლის ტურისტული პოტენციალის შესწავლით,რეკლამირებითა და გამოყენებით.გავზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა სათემო პრობლემის მოგვარების საკითხში.მოსწავლეებმა შეძლონ არსებული რესურსის,მარკეტინგულად მომგებიან პროდუქტად გადაქცევა და გამოყენება.
კონკურსის ფარგლებში,მოსწავლეებს უნდა მოეძიებინათ ინფორმაცია თავიანთი სოფლის ღირშესანიშნაობების,ადათ-წესები და საინტერესო ადგილები შესახებ,ეს ინფორმაცია უნდა განეთავსებინათ მათ მიერ შექნილ ბლოგებსა და ელექტრონულ ჟურნალში.
კონკურსში აქტიურად ჩერთვნენ,ჭუბერის, ნაკრის,ფარის,ეცერისა და ცხუმარის საჯარო სკოლები,აღსანიშნავია,რომ რამდენიმე სკოლიდან ორ-ორმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა,სულ პროექტში ჩერთო 24 მოსწავლე.
ამჟამად,შერჩეულია კომპეტენტური ჟიური და გადაზავნილია ნამუშევრები შესაფასებლად.გამოვლინდებიან გამარჯვებულები ორ ნომინაციაში "საუკეთესო ბლოგის ავტორი" და "საუკეთესო ელ.ბუკლეტის ავტორი".მოსწავლეებს დააჯილდოებს ფასიანი საჩუქრებით მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა.ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.
16 ივლისს დაგეგმილია მოსწავლეთა დაჯილდოება,მესტიის ახალგაზრდულ ცენტრში"ბეთქილში".





                                          შეხვედრა  ადგილობრივ თვითმართველობასთან.
22 ივნისს,პროექტის ფარგლებში შევხვდი მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ კაპიტონ ჟორჟოლიანსა,ადმიანისტრაციული სამსახურის უფროსს ქალბატონ ქეთევან ხარძიანს,საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს ხატია წიკლაურს,განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურიდან ქალბატონ თინათინ დარახველიძეს.
გავაცანი პროექტის მიზანი, არსი და მიმდინარეობის ეტაპები.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სასკოლი კონკურსის ფინანსური მხარდაჭერა და ღონისძიებისათვის ფართის გამოყოფა უზრუნველყო მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონ კაპიტონ ჟორჟოლიანმა,რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას.



                                   პროექტის მიმდინარეობის ეტაპები
                                              

მიმდინარეობს პროექტის პირველი ეტაპისთვის განკუთვნილი საქმიანობები.შესყიდულია საოფისე ინვენტარი და აღჭურვილობა,მოწყობილია ტურისტული ცენტრი.შექმნილია სოფლის ტურისტული რუკა,მომზადებულია ტრიპლეტებისა და ბანერების დიზაინი.
ვაწყობთ სხვადასხვა ტურისტულ ცენტრებთან შეხვედრებს და ვაცნობთ ჩვენი საქმიანობის მიზნებს,ვთავაზობთ ჩვენს პროდუქტს,ინტერესი მაღალია მათი მხრიდან.


                                                შეხვედრა მოსახლეობასთან.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობა,მოსახლეობასთან შეხვედრა,პროექტის მიზნებისა და საქმიანობის გაცნობის შესახებ, დაიწყო.
   1 ივნისს შეხვედრა მოეწყო მესტიის მუნიციაპლიტეტის,სოფ.ფარის კულტურის სახლში.
მოსახლეობას გავაცანით პროექტის მიზნები,ვესაუბრეთ,სოფლის ტურისტული პოტენციალის გამოყენების შესახებ,როგორ უნდა ჩერთოს  მოსახლეობა კერძო ბიზნესის განვითარებაში.
დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია,ცენტრის საქმიანობის შესახებ,დაგეგმილი აქტივობისა და მომავალ გეეგმებზე.
ინტერესი პროექტის შესახებ მაღალია,მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული განხილვებში,დეტალების დაზუსტებაში,მოგვმარტავენ უამრავი კითხვებით.
              პროექტის,გაყიდვების მენეჯერმა-ანა მიშინამ,მიმართა მოსახლეობას და მისცა კონკრეტული რჩევა თუ როგორ უნდა მოემზადონ პირველი ვიზიტორის მისაღებად.
          გამომდინარე იქიდან,რომ მოსახლეობის ინტერესი მაღალია,თუმცა ბევრმა ვერ შეძლო შეხვედრაზე დასწრება,გადავწვიტეთ მოსახლეობას შევხვედროდით კარდაკარის პრონციპით,მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია,გავეცანით მათ განწყობასა და მოლოდინს პროექტის შესახებ.